საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ედიშერ მაჩაიძე და თემო ყაზარაშვილი - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე იმსაჯებენ
04:42 | December 22 2015

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს 2 ქართველი მსაჯი მოემსახურება, 13 დეკემბერს სოჩაში ალექსანდრე კარელინის სახელობის ცენტრში გაიმართა მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა რომელსაც პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი ხელმძღვანელობდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ოლიმპიადაზე მისავლინებელი 50 არბიტრის შესახებ. სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანემა ანტონიო სილვესტრიმ კომისიას წარუდგინა ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების შესრულებული სამუშაოს ანგარიში, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს თითოეული მსაჯი.  რის საფუძველზეც UWW-ს აღმასკომმა დაამტიკა მსაჯების წინასწარი სია რიოს ოლიმპიურ თამაშებისათვის. საბოლოო სია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში კი თებერვალში იქნება გადაგზავნილი, მანამდე კი 30-31 იანვარს რიო დე ჟანეიროში ჩატარდება ტესტ ღონიეძიება (Test Event).

არსებობს მსაჯების სამი კატეგორია - სუპერვაიზორი, ინსტრუქტორი და რეფერი. ერთ ქვეყანას მხოლოდ თითო წარმომადგენლის ყოლა შეუძლია სამივე კატეგორიაში, ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია რომ ქართველი მსაჯების რაოდენობა ორამდე გაიზარდა, მოგეხსენებათ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი არბიტრი ედიშერა მაჩაიძე გვყავდა. ამჯერად კი სტატუსი კიდევ ერთმა ქართველმა არბიტრმა თემო ყაზარაშვილმა აიმაღლა და ოლიმპიური კატეგორია მიენიჭა ვინც ჩვეულებრივი მსაჯი იქნება და უშუალოდ შეხვედრებს განსჯის, მაჩაიძე კი სუპერვაიზერი იქნება რომელსაც საპროტესტო ეპიზოდებში (ჩელენჯი) ჩარევის და საბოლოო დასკვნის გამოტანა ევალება.