საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ელიზბარ ოდიკაძის პირველი გამარჯვებები ინდოეთის ლიგაში
12:10 | December 16 2015

10 დეკემბერს ინდოეთში დაიწყო ქვეყნის პირველი საკლუბო ჩემპიონატი "Pro Wrestling League" სადაც ვლადიმერ ხინეგაშვილის კლუბი პენჯაბი ელიზბარ ოდიკაძის მუმბაის დაუპირისპირდა, ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა (57) დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა ინდოელი რაჰულ ავარეს დაამარცხებით 6-0, ელიზბარ ოდიკაძემ (97) ინდოელი მაუსამ ჰატრის 8-3 მოუგო, ოდიკაძის თანაგუნდელმა სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანძემ (125) კი მონღოლი იარგალსაიხან ჩულუუნბატი 2-1 დაამარცხა. საბოლოოდ მუმბაიმ 43-24 დაამარცხა ხინჩეგაშვილის პანჯაბი.

 

14 დეკემბერს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა სადაც მუმბაი ბენგალურუს დაუპირისპირდა, ლევან ბერიანიძემ (125) თავის ანგარიშზე მორიგი გამარჯვება ჩაიწერა დაამარცხა რა დავით მოძმანაშვილი 4-1. ამჯერად არ უჭიდავია ელიზბარ ოდიკაძეს რომელიც მეტოქე გუნდის გადაწყვეტილებით დაიბლოკა, წესების მიხედვით ორივე გუნდის კაპიტანს შეუძლია დაბლოკოს მოწინააღმდეგე გუნდის ერთი წონითი კატეგორი. ამავე მიზეზით არ იასპარება ხინჩეგაშვილმა 13 დეკემბერს ვარიორსთან შეხვედრაში.

 

16 დეკემბერს მოძმანაშვილის ბენგალურუ ჰარაიანა ჰამერს შეხვდება. 17 დეკემბერს ოდიკაძის მუმბაი ვარიორს შეხვდება, 18 დეკემბერს ხინჩეგაშვილის პანჯაბი კი დილი ვეერს დაუპირისპიდება.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებ გვერდი http://www.prowrestlingleague.com/

 

გთავაზობთ ქართველების გამოსვლის ვიდეოებს.