საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვიდეო! ლაშა გობაძე - ბაქოს ოქროს გრან-პრის გამარჯვებული
01:00 | December 03 2015

ლაშა გობაძე (80) ბაქოს გრან-პრის გამარჯვებულია
ბაქოში დასრულდა ოქროს გრან-პრის ფინალური გათამაშება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი წარმომადგენელი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი ლაშა გობაძე ასპარეზობდა რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში აჭარელი ფალავანი აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან 0-4-ს აგებთა თუმცა მეორე პერიოდში მოწინააღდეგე პასიურობისთვის პარტერში ჩასვეს და ლაშამაც ჩვეულ სტილში აქაჩა და ეფექტური 4 ქულიანი გდება შეასრულა, საბოლოო შეხვედრა ესეც დასრულდა 4-4 ქართველის სასარგებლოდ, მანამდე კი ლაშამ აზერბაიჯანელი ელინ ახმადოვი 4-0, თურქი დოგან გოკტასი 2-2, ნახევარფინალში კიაზერბაიჯანელი ელვინ მურსალიევი 3-3-ზე დაამარცხა.

 

 

ოქროს გრან-პრი 2015, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
29 ნოემბერი. ბაქო, აზერბაიჯანი

59 კგ 1. ალმატ კებისლაევი (ყაზახეთი) 2. ელმურატ ტაშმურადოვი (უზბეკეთი) 3. ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი) და ჯეზ ზელკი (აშშ)

66 კგ 1. მეხდი ზეიდვანი (ირანი) 2. კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი) 3. ზაურ კაბოლაევი (რუსეთი) და ხასან ალიევი (აზერბაიჯანი)

71 კგ 1. ფრანკ შტებლერი (გერმანია) 2. რუსტამ ალიევი (აზერბაიჯანი) 3. ბალინტ კოპაში (უნგრეთი) და აან რიდონი (ჩინეთი)

75 კგ 1. იუნვუ კიმი (კორეა) 2. პაიამ ბოიერვიპავანი (ირანი) 3. მადსენ ოვერგარტი (დანია) და რამი ტეხერისარტანი (ირანი)

80 კგ 1. ლაშა გობაძე (საქართველო) 2. რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი) 3. ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი) და აიშა იშანი (ჩინეთი)

85 1. დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი) 2. ჟან ბელენიუკი (უკრაინა) 3. ისლამ აბასოვი (აზერბაიჯანი) და მოჯტაბა კარიმფა (ირანი)

98 კგ 1. შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი) 2. მახდი ალიარიფეიზაბადი (ირანი) 3. დო ხიაო (ჩინეთი) და სულეიმან დემირჩინი (თურქეთი)

130 კგ 1. საბახ შარიათი (აზერბაიჯანი) 2. ნურიმხან ტინალიევი (ყაზახეთი) 3. ბეხნამ მეხდისადე (ირანი) და იოსებ ჩუგოშვილი (ბელარუსი)