საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დავით ტლაშაძე და გიორგი საკანდელიძე - კუნაევის ტურნირის გამარჯვებულები
12:53 | December 03 2015

თავისუფლების 4 მედალი ყაზახეთიდან
28-29 ნოემბერს ყაზახურ ტარაზში გაიმართა დინმუხამედ კუნაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები დავით ტლაშაძე (70) და გიორგი საკანდელიძე (125) გახდნენ, ვერცხლის მედლები კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65) და დავით მოძმანაშვილმა მოიპოვეს. გუნდს დავით პოღოსიანი ხელმძღვანელობდა
57 კგ
1. არტას სანაა (ყაზახეთი) 2. ვლადიმირ კურდინი (ყაზახეთი) 3. გაბიტ ტოლეპბაი (ყახაზეთი) და აიხაან ანტონოვი (რუსეთი)
61 კგ
1. ახმედ ჩაკაევი (რუსეთი) 2. ნურგუნ სკრიაბინი (რუსეთი) 3. ნურლან ტურგანი (ყახაზეთი) და ტიმურ აიტკულოვი (ყახაზეთი)
65 კგ
1. ისრაულ კასუმოვი (რუსეთი) 2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო) 3. მეირჟან აშიროვი (ყაზახეთი) და აზამატ შაგაპული (ყაზახეთი)
70 კგ
1. დავით ტლაშაძე (საქართველო) 2. ხალილ ამინოვი (რუსეთი) 3. ევგენი ჟერბაევი (რუსეთი) და ნურლან ბეკჟანოვი (ყაზახეთი)
74 კგ
1. ინოკენტი ინოკენტიევი (ყირგიზეთი) 2. გალიმჟან უსერბაევი (ყაზახეთი) 3. იაკუპ შიხჯამალოვი (რუსეთი) და ერკებულან ტილეუ (ყაზახეთი)
86 კგ
1. დაურენ კურგულიევი (რუსეთი) 2. კანატ ბერდიევი (ყაზახეთი) 3. ჟანბოლატ მაგსუმოვი (ყაზახეთი) და ილისხან ჩილაევი (ყაზახეთი)
97 კგ
1. ადლან იბრაგიმოვი (რუსეთი) 2. მამედ იბრაგიმოვი (ყაზახეთი) 3. ხუდერბულგა დორკხანდი (მონღოლეთი) და ესბოლატ ნურჟუმბაევი (ყაზახეთი)
125 კგ
1. გიორგი საკანდელიძე (საქართველო) 2. დავით მოძმანაშვილი (საქართველო) 3. განი იზმაგანეტოვი (კანადა) და იუსუპ ბატირმუსაევი (ყაზახეთი)