საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მსოფლიოს და ევროპის პრიზიორები ბაქოს გრან-პრიზე იჭიდავებენ
03:52 | November 24 2015

27-29 ნოემბერს ბაქო ოქროს გრან-პრის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ბაქოში გამოსვლის უფლება ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონებმა ბექა ლომთაძემ (61), ელიზბარ ოდიკაძემ (97) და მესამეპრიზიორებმა: ჯუმბერ ყველაშვილმა (74), სანდრო ამინაშვილმა (86) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს. მსოფლიოს პირველობის შემდეგ ამ სიას პლანეტის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) დაემატა, რადგან სხვა მედალოსნები უკვე ლიცენზირებული ამინაშვილი და პეტრიაშვილი გახდნენ. თუმცა ხინჩეგაშვილი არ მიდის და მის ნაცვლად ჩვენს მწვრთნელებს ოთარ გოგავა მიყავთ თუ ამის უფლებას მსოფლიო ფედერაცია დართავს.

 

თავისუფალთა ნაკრებს არჩილ ქიტიაშვილი და ალექსანდრე კახნიაშვილი უხელმძღვანელებენ (მსაჯი: მალხაზ ჯორბენაძე) ბაქოში 25 ნოემბერს გაემგაზვრებიან, 27-ში კი შეჯიბრებაა - ყველა წონა ერთ დღეს ჭიდაობს.

 

ბერძენ-რომაეული ნაკრებიდან გრან-პრიზე მონაწილეობის უფლება მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა ლაშა გობაძემ მოიპოვა (80), ბაქოშიც ჩვენგან მხოლოდ ის იჭიდავებს. გობაძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია იქ 28-ში წავლენ, რადგან მეორე დღეს ჭიდაობაა.

 

ჩემპიონები ჯილდოდ 10 000 დოლარს მიიღებენ (პირადი მწვრთნელს 2 000 ერგება), ფინალისტები 5 000$-ს, ბრინჯაოსმედალოსნებისა - 2 000-2 000 დოლარი.