საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი საკანდელიძე და დავით მოძმანაშვილი ყაზახეთში კუნაევის ტურნირზე იასპარეზებენ
11:55 | November 23 2015

28-29 ნოემბერს ყახაზეთის ქალაქი ტარაზი დინმუხამედ კუნაევის სახელობის ტრადიციული ტურნირს უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში.

საქართველოს ნაკრები დავით პოღოსიანის ხელმძღვანელობით ყაზახეთში 26 ნოემბერს გაემგზავრება. ტურნირის გამარჯვებული 5000$-ს მიიღებს, მეორე ადგილიზე გასული 3000$, მესამე 1000$. 28 ნოემბერს 57, 65, 74, 97 წონის ფალავნები იჭიდავებენ, 29-ში კი დარჩენილი 61, 70, 86, 125 წონის წარმომადგენლები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 - კონსტანტინე ხუციშვილი

65 - კონსტანტინე ხაბალაშვილი და ლევან ქელეხსაშვილი

70 - დავით ტლაშაძე, დავით ბერძნიშვილი და გიორგი ლობჟანიძე

74 - იაკობ მაქარაშვილი და რევაზ ივანიშვილი

86 - გოჩა ლომთათიძე

97 - დავით ქერაშვილი

125 - გიორგი საკანდელიძე და დავით მოძმანაშვილი

მწვრთნელი: დავით პოღოსიანი

მსაჯი: რუსლან დარსანია