საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

"თავისუფლები" ირანში მსოფლიოს საკლუბო თასზე გამოვლენ
03:33 | November 22 2015

26-27 ნოემბერს ირანში, მაზანდარანის პროვინციაში გაიმართება მსოფლიოს საკლუბო თასი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს: აშშ, აზერბაიჯანი, კუბა, საქართველო, უნგრეთი, სომხეთი, ბულგარეთი, მონღოლეთი, ბრაზილია, მექსიკა, ბანგლადეში და ირანი. შეჯიბრი გუნდური ფორმატით კედელი-კედელზე ჩატარდება. 26-ში გუნდური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, 27-ში კი ფინალური შეხვედრებ, თასის გამარჯვებული გუნდი 50 000$-ს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 30 000$, მესამე 20 000$.

 

 

 

 

 

საქართველოს ნაკრების შაკო ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

57 - ლევან მურცხავალძე, ლაშა ტალახაძე

61 - აკაკი მოწონელიძე, შოთა ფარტენაძე

65 - მალხაზ ზარქუა

70 - ალექსანდრე ჯაჭვაძე

74 - ზურაბ ერბოწონაშვილი

86 - ირაკლი მწითური, თედო ებანოიძე

97 - გიორგი კაკაურიძე

125 - თორნიკე ხიდეშელი

მწვრთნელები: შაკო ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე

რეფერი მიხეილ გრძელიძე.