საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ინდოეთის ლიგა ელიტარული მოჭიდავეებით და რეკორდული შემოსავლით
05:11 | November 21 2015

8-28 დეკემბერს ინდოეთში პირველად გაიმართება პროფესიონალთა საკლუბო ჩემპიონატი სადაც მონაწილეობას თავისუფალი და ქალთა ჭიდაობის მსოფლიოს ბევრი ვარსვკვლავი მიიღებს.

 

ქართველთაგან ინდოეთში მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე მიიღებენ.

 

ჩემპიონატი გუნდური პრინციპით გაიმართება სადაც ინდოეთის 6 კლუბი მიიღებს მონაწილეობას: დელი, უტარ პრადეში, ჰარიანა, პანჯაბი, მუმბაი და ბენგალური. 8-28 დეკემბერის შუალედში ისინი ჯამში 18 შეხვდრას გამართავენ კედელი-კედელზე ფორმატით, წინასწარ ეტაპზე გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს შემდეგ კი საუკეთესოები გააგრძელებენ ბრძოლას ნახევარფინალში და ფინალში.

 

ერთი სამატჩო დაპირისპირება 9 შეხვედრისგან შედგება კაცების და ქალების მონაწილეობით, თავისფალი სტილით მოჭიდავეები 5 კატეგორიაში (57, 65, 74, 97 და 125 კგ) იქნებიან წარმოდგენილები, ხოლო სუსტი სქესის წარმომადგენლები 4-ში (48, 53, 58 და 69 კგ). თითოეულ გუნდს ერთ შეხვედრაში 4 ლეგიონერის წარდგენა შეუძლია - 2 თავისუფალ სტილში და 2 ქალებში. შეხვედრა სამი სამწუთიანი პერიოდისგან შედგება.

 

ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კლუბების ფორმირებისთვის ერთი თვით ადრე მოაწყვეს აუქციონი სადაც კლუბებს შეეძლოთ შეეძინათ ლიგაში ასპარეზობის სურვილის მქონე მოჭიდავეები. ტიტულების გათვალისწინების გარეშე დადგინთა სასტარტო ღირებულება, მაქსიმმალურმა 50 000$-ს მიაღწია.

 

ყველაზე დიდი თანხები გადაიხადეს ქალთა მსოფლიოს ჩემპონატის გამარჯვებულის უკრაინელი ოკსანა ხერხელის ($ 62, 500) და მსოფლიოს ჩემპონატის პრიზიორის ბელარუსი ვასილისუ მარზალიუკის ($ 61000) შესაძენად. ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახდნენ ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ინდოელი იოგეშვარ დუტი ($ 60000) და სუშილ კუმარი ($ 58000), ასევე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ($ 53500). ყველა მოჭიდავე დაინტერესებული იყო კლუბს რაც შეიძლება მაღალ ფასად შეეძინა, რადგან ეს თანხა შეადგენს იმ ჰონორარს რასაც ის მიიღებს ლიგაში მონაწილეობისათვის, აღსანიშნავია რომ ასეთი ჰონარარები მოჭიდავეებს მანამდე არცერთ შეჯიბრებაში არ აუღიათ.

 

აუქციონზე მონაწილეობის უფლება 23 ქვეყნის 160 მონაწილეს მიეცა, აქედან მხოლოდ 60 მიიღებს მონაწილეობას ლიგაში. მყიდველი არ გამოუჩნდა რუსების მსოფლიოს ჩემპონ დაღესტნელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს რომლის სასტარტო ღირებულება $ 50000-ს შეადგენდა. ყველაზე მოთხოვნდა უცხოელებიდან კი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და უკრაინელი ქალები აღმოჩნდნენ.

 

ქართველები შემდეგ კლუბებში გადანაწილდნენ (57) ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ($ 53500) პანჯაბში იასპარეზებს , (97) ელიზარ ოდიკაძე ($ 29 000) მუმბაიში, ამავე კლუბში იჭიდავებს სომხეთის სახელით მოასპარეზე (125) ლევან ბერიანიძე ($ 25 700) ხოლო (125) დავით მოძმანაშვილი ($ 27 400) ბენგალურუში.

კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დელის კლუბმა შეიძინა 50 500$-ად თუმცა ქართველმა ფალავანმა ბოლო მომენტში უარი განაცხადი ლიგაში საასპარეზოდ მიზეზი ის გახლავთ, რომ პეტრიაშვილის 10-12 იანვარს თბილისში გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.