საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდელთა ნაკრები სტამბულში შეკრებაზე გაემგზავრა
11:30 | November 20 2015

საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრები ზაზა ჯიბლაძის და ლუკა ბოძაშვილის ხელმძღვანელობით 18 ნოემბერს სტამბულში გაემგზავრა სადაც 3 დეკემბრამდე დარჩება და საერთო გუნდურ შეკრებას გაივლის თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. რამოდენიმე დღეში შეკრებას ნორვეგიის ნაკრებიც შეურთდება. ნაკრების მწვრთნელებმა ახალგაზრდებს შორის ოთხივე მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე, გელა ბოლქვაძე, ნიკოლოზ კახელაშვილი და ზვიად პატარიძეც დაიმატეს. ნაკრები საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება რომელსაც 10-13 დეკემბერს ორივე სტილში ბათუმი უმასპინძლებს.