საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირი ჭაბუკებს შორის
01:22 | November 11 2015

7-8 ნოემბერს თბილისში გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონის მიხელ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სადაც მონაწილეობა აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის გუნდებმაც მიიღეს. იხილეთ შედეგები მიმაგრებულ ფაილზე

 

სალაძე მიხეილ. დაიბადა 05.12.1953, არგვეთა, ზესტაფონი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (100 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1981), მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1973, 77, 82), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1976, 79, 81-82) და სამგზის მეორე პრიზიორი (1973, 77, 80), სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1973, 76), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979) და VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983), იტალიის დიდი პრიზის (1973) და “ადრიატიკის თასის” ორგზის (1976, 77) მფლობელი, 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის ორგზის და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი