
6-8 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება ევროპის ერთა თასი თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში, სადაც ევროპის 6 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. გთავაზობთ ტურნირის პირდაპირ ინტერნეტ ტრანსლაციას.
ევროპის თასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები "ა" ჯგუფში რუსეთის და თურქეთის ნაკრებებთან იასპარეზებს. ჯგუფ "ბ"-ში კი აზერბაიჯანი, პოლონეთი და ბელარუსის ნაკრებები მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორე ადგილზე გასულები 3-4 ადგილისათვის იბრძოელებენ, მესამე ადგილოსნები 5-6 ადილისათვის შეხვდებიან. რუსეთმა ბოლო მომენტში განაცხადში შეიყვანა 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი რომელიც ამჯერად ზედა წონაში 97 კგ-ში დაეხმარება გუნდს.
ხალიაჩა A
ხალიაჩა B
ევროპის ერთა თასის პროგრამა-2015
7 ნოემბერი - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
13.00 - 15.00 - პირველი წრე
15.00 - 17.00 - მეორე წრე
17.00 - 17.30 - გახსნის ცერემონია
17.30 - 18.30 - მესამე წრე
18.30 - 19.30 - ქალთა ჭიდაობის ფინალი
8 ნოემბერი - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
13.00 - 15.00 - შეხვედრები 5-6 ადგილისათვის
15.00 - 17.00 - შეხვედრები 3-4 ადგილისათვის
17.00 - ფინალი და დაჯილდოვება
საქართველო
57 - ბექა ბუჯიაშვილი
61 - ბექა ლომთაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
65 - კონსტანტინე ხაბალაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი
70 - დავით ტლაშაძე
74 - ჯუმბერ ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი
86 - სანდრო ამინაშვილი
97 - ელიზბარ ოდიკაძე, ომარ გუსოშვილი
125 - გიორგი საკანდელიძე
რუსეთი
57 - ისმაილ მუსუკაევი, ხურეშ დონდუკ-ოოლ
61 - რუსტამ აბდურაშიდოვი, ჰაჯიმურად რაშიდოვი
65 - ახმედ ჩაკაევი, მურად ნუხკადიევი
70 - ევგენი ჟერბაევი, რასულ ჯუკაევი
74 - იაკუბ შიხჯამალოვი, ხაბიბ ბატიროვი
86 - ვლადისლავ ვალიევი, ახმედ მაგომედოვი
97 - აბდულრაშიდ სადულაევი, იური ბელანოვსკი
125 - ალან ხუგაევი, ვლადისლავ ბაიცაევი
აზერბაიჯანი
57 - მახირ ამირასლანოვი, რუსსლან გასიმოვი
61 - ახმედნაბი გვაზრადილოვი
65 - მაგომედ მუსლიმოვი
70 - ხაჯიმურად ომაროვი
74 - მურად სულეიმანოვი
86 - გამზატ ოსმანოვი
97 - არსლანბეკ ალბოროვი
125 - ალი მაგომედიბიროვი
თურქეთი
57 - სეზარ აკგული
61 - რეჯეპ აკტაში
65 - სერვეტ გოსკუნი
70 - მუსტაფა კაია
74 - სონერ დემირტაში
86 - ახმედ ბილიჩი
97 - იბრაჰიმ ბოლუკბაში, ფატიხ იაშარლი
125 - იუნუს ემრე დედე
პოლონეთი
57 - ტომაშ ოგონოვსკი
61 - კრჟიშტოფ ბიენკოვსკი
65 - მაგომედმურად გაჯიევი
70 - არკადიუშ შეია
74 - კრისტიან ბრზოზოვსკი, ანდჟეი სოკალსკი
86 - ზბიგნევ ბარანოვსკი, სებასტიან ეჟირჟანსკი
97 - რადოსლავ მარცინკევიჩი, მაცეი ბალავენდერი
125 - რობერტ ბარანი
ბელარუსი
57 - ასადულა ლაჩინოვი
61 - ანდრეი კომარი
65 - ვიქტორ სერადა
70 - ასამატ ნურიკოვი
74 - ალი შაბანოვი
86 - ალექსანდრ გუშტინი, ომარგაჯი მაგომედოვი
97 - ალექსანდრ იანკოვსკი
125 - იბრაჰიმ საიდოვი, ვადიმ შვედოვი