საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ევროპის თასზე მოსკოვში საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაუდგება სათავეში
08:25 | November 01 2015

6-8 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება ევროპის ერთა თასი ჭიდაობის სამივე სახეობაში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს სათავეში ჩაუდგება მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მოსკოვში მონაწილეობის უფლება ევროპის თამაშებზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით თითოეულ სტილში ექვსმა საუკეთესო ნაკრებმა მოიპოვეს.

თავისუფალი ჭიდაობა: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო, ბელარუსი, პოლონეთი.

ბერძნულ-რომაული: რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, ბელარუსი, თურქეთი.

ქალთა ჭიდაობა: რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, ბელარუსი, თურქეთი.


 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 - ბექა ბუჯიაშვილი

61 - ბექა ლომთაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

65 - კონსტანტინე ხაბალაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი

70 - დავით ტლაშაძე

74 - ჯუმბერ ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი

86 - სანდრო ამინაშვილი

97 - ელიზბარ ოდიკაძე, ომარ გუსოშვილი

125 - გიორგი საკანდელიძე

 

გუნდს მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი და დავით პოღოსიანი უხელმძღვანელებენ

 

ევროპის ერთა თასის პროგრამა-2015

7 ნოემბერი - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
13.00 - 15.00 - პირველი წრე
15.00 - 17.00 - მეორე წრე
17.00 - 17.30 - გახსნის ცერემონია
17.30 - 18.30 - მესამე წრე
18.30 - 19.30 - ქალთა ჭიდაობის ფინალი

8 ნოემბერი - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
13.00 - 15.00 - შეხვედრები 5-6 ადგილისათვის
15.00 - 17.00 - შეხვედრები 3-4 ადგილისათვის
17.00 - ფინალი და დაჯილდოვება