საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება გერმანიის ბუნდესლიგაში უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკითან
09:44 | October 30 2015

24-25 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი 2 ტურის შეხვედრები გაიმართა. 24 ოქტომბერს ორი ქართული გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ბექა ბუჯიაშვილის ASV Mainz-მა შმაგი ბოლქვაძის VFK 07 Schifferstadt-ი სტუმრად დაამარცხა 14-11 . ბუჯიაშვილმა (61) კიდევ ერთ ქართველ ესპანეთს სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველს მოუგო 12-5, შმაგი ბოლქვაძე (66) განაგრძობს წაუგებელ სერიას ბუნდესლიგაში ამჯერად ვლადიმირ ბერენჰარდტი დაამარცხა 7-0, მაინცის შემადგენლობაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა დავით ბიჩინაშვილმა (86) რომელმაც 15-0 დაამარცხა რაჰმან ბაირანი.

25 ოქტომბერს შიფერსტადმა 40-0 დაამარცხა მასნფენდერ ლანდი. შმაგი ბოლქვაძემ (66) ამჯერადაც გაიმარჯვა გერმანელ მაკუს ბრეიტშუჰთან 12-0.

მაინცმა კი ბუნდესლიგის შარშარნდელ ჩემპიონ გიორგი საკანდელიძის კოლერბახთან დათმო შეხვედრა 8-16. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გენო პეტრიაშვილმა (130) პირად შეხვდრაში უკრაინელი ალექსანდრ ხოციანოვსკი 4-0 დაამარცხა