საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების ვერცხლის მედალი ირანში
08:36 | October 30 2015

29-30 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში საერთაშორისო გუნდური ტურნირი მარტირსის თასი გაიმართა ახალგაზრდებს შორის სადაც 10 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მხოლოდ ფინალური დაპირიპისრება დათმო ყირგიზეთთან 3-5 და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მანამდე კი ერთნაირი ანგარიშით 7-1 დაამარცხა აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთს ნაკრებები.  ფინალში გამარჯვებები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (50),რამაზ ზოიძემ (74) და ზვიად პატარიძემ (120). გუნდს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ხელმძღვანელობდა.

თავისუფალი სტილით ნაკრებმა 2-6 და 0-8 დათმეს შეხვედრები ირანის და რუსეთის გუნდებთან, მომდევნო 2 შეხვედრაში კი ერაყი 8-0 ხოლო აზერბაიჯანი 4-4 ( ქულების შეფარდება 21-13) დაამარცხეს, მე-5/6 ადგილისათვის კი ბელარუსს მოუგეს 5-3.