საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ახალგაზრდული ნაკრებები თეირანში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ
05:17 | October 27 2015

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებები დღეს დილით თეირანში გაფრინდნენ, 29-30 ოქტომბერს ირანის დედაქალაქი საერთაშორისო ტურნირს მარტირსის თასს უმასპინძლებს რომელიც გუნდური ფორმატით წარიმართება. გაგაცნობთ საქართველოს ნაკრებების შემადგენლობას

 

თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი ხაჩიძე (50), რობერტ დინგაშვილი (55), შმაგი თოდუა (60), თორნიკე კვინიკაძე (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), საბა ჩიხრაძე (84), გივი მაჭარაშვილი (96), ზურიკო ურთაშვილი (120).

მწვრთნელები: გელა საღირაშვილი და კობა კაკალაძე მსაჯი: გელა გელაშვილი.

 

ბერძნულ-რომაული: ნუგზარ წურწუმია (50), დათო ჩხარტიშვილი (55), ირაკლი შავაძე (60), ჯონი ხეცურიანი (66), რამაზ ზოიძე (74), იური ლომაძე (74), გურამ ხეცურიანი (84), გიორგი მელია (96), ზვიად პატარიძე (120).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა სილაგაძე მწვრთნელები: მუხრან მაჭუტაძე, გიორგი ჯინჭველაშვილი.

 

29 ოქტომბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, 30-ში კი ფინალები.