საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველი მოჭიდავეები თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებულ დარბაზში ივარჯიშებენ
06:41 | October 20 2015

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,თბილისი 2015’’-ის ფარგლებში აშენებული ფრენბურთის არენაში ივარჯიშებენ (დიღომი, ახალ თბილისში ამერიკის საელჩოსთან). ოლიმპიური ობიექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის გარემონტებული და აღჭურვილი, მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები-საშხაპეები და გათბობა სპორტსმენებისათვის. არენა 6 საჭიდაო ხალიჩას იტევს. თუმცა თბილისის მერიამ აღნიშნული ობიექტი ჭიდაობის ფედერაცის მხოლოდ 3 თვის ვადით დაუთმო რომელიც ქართველმა მოჭიდავეებმა საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ რომელიც სავარაუდოთ 8-12 იანვარს გაიმართება ორივე სტილში. მოახლოვებული რიო დეჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის და საეთაშორისო ტურნირებისათვის მსგავსი თანამედროვე ტიპის არენზე ქართველი მოჭიდავეების მომზადება კიდევ უფრო დიდ შედეგს გამოიღებს.