საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

3 ოქრო და 5 ბრინჯაო თბილისმა სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა
05:18 | October 20 2015

10-17 ოქტომბერს თბილისმა სმენადაქვეითებულ მოჭიდავეთა შორის რიგით მე-6 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა ფალავნებმა ჯამში 8 მედალი მოიპოვეს.

თავისუფალ სტილში ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ანრი ლორია (63) გახდა, ბერძნულ-რომაულ სტილში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდებში ოქროს მედლები თავისუფალ ჭიდაობაში შაქრო ჩაკვეტაძემ (66), ბერძნულ-რომაულში კი გიორგი ჯანელიძემ (60) მოიპოვეს. ამავეს სტილში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გოჩა ძებისაშვილმა (50).

უფროსებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი ლაშა ჯანელიძემ (59) მოიპოვა. თავისუფალში კი ბრინჯაოს მედლები კობა გულუამ (57) და შაქრო ჩაკვეტაძემ (70) მოიპოვეს.