საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ქართველმა ვეტერანებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
03:55 | October 20 2015

13-18 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქმა ათენმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 9 მედალი მოიპოვა. G - 70 წლამდე დივიზიონში ბრწყინვალედ იასპარეზა ესტატე გოგლიჩიძემ (130) რომლემლაც ჯერ თავისუფალ სტილში მოიპოვა ოქროს მედალი, 3 დღის შემდეგ კი ბერძნულ-რომაულში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სადაც ფინალში თანაგუნდელ ავთანდილ თორდიას უნდა შეხვედროდა თუმცა ეს უკანასკნელი ტრამვის გამო არ გამოცხადდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ A - 40 წლამდე დივიზიონში პაატა ნოზაძე (69), E - 60 წლამდე კი თეიმურაზ ხაბაძე (97). ლეგენდარულმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ (130) კი B - 45 წლამდე დივიზიონში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე დიზივიონში ჯემალ კილაძემ (85) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაულ სტილში G - 70 წლამდე ვერცხლის მედალს დაეუფლა გრიგოლ რობაქიძე (58), ბრინჯაო კი A - 40 წლამდე თამაზ გოგელიამ (130) მოიპოვა.