საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

გიორგი ჯანელიძე ევროპის ჩემპიონია, გოჩა ძებისაშვილმა და ანრი ლორიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
01:49 | October 12 2015

11 ოქტომბერს თბილისში დაწყებულ სმენადაქვეითებულთა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებში გიორგი ჯანელიძემ (60) ოქროს მედალი მოიპოვა. სულ 4 შეხვედრა გამართა და ყველაში დამაჯერებლად იმარჯვა. სომეხი სამველ ჰოვანისიანი 4-0, უკრაინელი ალეკსანდერ პოვიტჩანი 8-0, რუსი ნიკიტა მუკორინი 11-1 და თურქი ტუნაჰან კელესი 13-2 დაამარცხა. ახალგაზრდებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გოჩა ძებისაშვილმა (50), ჭაბუკებში კი ბრინჯაოს ანრი ლორია (63) დაეუფლა. ახალგაზრდებში საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
დღეს 12 ოქტომბერს ხალიჩაზე უფროსი ბერძენ-რომაელების 59-71-80-98 წონის ფალავნები გამოვლენ. საქართველოს სახელით კი ლაშა ჯანელიძე (59) და ჯემალ კვერნაძე (80) იჭიდავებენ. შეგახსენებთ რომ შეხვედრები ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის 5) მიმდინარეობს, წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან, ფინალური ბლოკი 15:00 საათიდან.