საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დავით ბედინაძის ვარსკვლავი გაიხსნა
01:38 | October 12 2015

2015 წლის 10 ოქტომბერს სასპორტო სკოლის წინ აჭარის ა.რ რესპუბლიკის ცნობილი მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის, მსოფლიო თასის მფლობელისა და ევროპის პრიზიორის დავით ბედინაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიო თასის მფლობელის მუხრან ვახტანგაძის ვარსკვლავის შემდეგ რიგით მეორეა.

აჭარის .ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ და აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მუხრან ვახტანგაძემ საზეიმო ვითარებაში ლენტის გაჭრით დააგვირგვინეს ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი.

აღნიშნულ ღონისძიებას განათლების მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და სულიკო თებიძე დაესწრნენ. ვლადიმერ მგალობლიშვილმა ხაზი გაუსვა დავით ბედინაძის ღვაწლს და ტურნირის მნიშვნელობას , რომელითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ღრმა პატივისცემა დავით ბედინაძისა და ერთიანი, დიდი სპორტული ოჯახის მიმართ.

ვარსკვალავის გახსნის პარარელურად 15:00სთ. ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლის (ფიროსმანის ქ.#4) ჭიდაობის დარბაზში გაიმართა დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის 11 წონით კატეგორიაში (38,42,46,50,54,58,63,69,76,85,100 გადაწონვა 1კგ) 1999-2000-2001 წლებში, რომელშიც საქართველოს რეგიონების, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და რუსეთის პროფესიონალი მოჭიდავეებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მიერ დაწესებული სიგელებით, მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის ორგანიზატორები: აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ჭიდაობის ფედერეაცია.

dsy.gov.ge