საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია
01:10 | October 12 2015

მსოფლიოს გაერთანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) ლას ვეგასში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მიხედვით 6 ოქტომბერს მსოფლიოს ახალი რეიტინგ ლისტი გამოქვეყნა. 57 კგ-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მე-8 ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა რომელსაც რუსი ვიქტორ ლებედევი იკავებდა რომელიც ამჯერად რეიტინგში მესამეზე გადავიდა. მეორე ადგილზე კი ირანელი ხასან რახიმია. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები დაიცვეს აზერბაიჯანელმა ჰაჯი ალიევმა (61), რუსმა აბდულრაშიდ სადულაევმა (86) და თურქმა ტახა აკგულმა (125) რომლებიც რეიტინგის ლიდერები არიან. ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა ამერიკელმა ჯორდან ბაროუზმა (74) მასთან ერთად მსოფლიო რეიტინგს სათავეში ყველა ჩემპიონი ჩაუდგა. იტალიელი ფრანკ ჩამიზო (65) რომელიც აქამდე მე-5 ადგილს იკავებდა, რუსი გაზიმაგომედოვი (70) და ამერიკელი კილ სნაიდერი (97) რომელმაც რუსი აბდუსალამ გადისოვის დამარცხებით მე-15 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125) რომელმაც მსოფლიოს ჩემპონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რეიტინგში მე-3 ადგილზეა. მე-4 ადგილზეა მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86), ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ბექა ლომთაძემ (61) მე-4 ადგილიდან მე-8-ზე გადაინაცვლა. ავთანდილ კენჭაძე (65) და დავით ტლაშაძე (70) მე-10 ადგილს იკავებენ. ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ჯაბა ყველაშვილი (74) მე-8 ადგილზეა. ევროპის თამაშების ვერცხლის მფლობელი ელიზბარ ოდიკაძე (97) კი რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.

იხილეთ რეიტინგი https://unitedworldwrestling.org/article/defending-champs-sadulaev-akgul-go-wire-to-wire-atop-freestyle-rankings