საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თბილისი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
10:54 | September 18 2015

საბოლოოდ გადაწყდა რომ თბილისი ზუსტად ერთი წლის შემდეგ 2016 წლის 13-18 სექტემბერს ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. 17 სექტემბერს  ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) მსოფლიოს ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებული საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების და მსოფლიოს ჩემპიონის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სადღესასწაულო მიღება გაიმართა რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სიმბოლური საჩუქარი გადასცა პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიას იმის დასტურად რომ მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

 

 

მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის საპრეზენტაციო ვიდეო