საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფლების 1 ოქრო, 2 ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი ლას ვეგასიდან
03:24 | September 13 2015

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით დაასრულა გამოსვლა 10-12 სექტემბერს ლას ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამასთან რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის 4 ლიცენზიაც გამოიმუშავა. გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.  10 წლიანი პაუზის შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში ისევ მოვიპოვეთ ოქროს მედალი, 2005 წელს ბუდაპეშტში რევაზ მინდორაშვილმა გაიმარჯვა, ამჯერად კი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) გახდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სანდრო ამინაშვილმა (86) და გენო პეტრიაშვილმა (125). მედლებთან ერთად ჩვენმა ფალავნებმა ოლიმპიური ლიცენზიებიც მოიპოვეს, რიოში გამოსვლის უფლება  მეხუთეზე გასულმა ელიზბარ ოდიკაძემაც (97) მიიღო. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 44 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე ირანი გავიდა 48 ქულით, პირველზე რუსეთი 61 ქულით.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რევაზ მინდორაშვილი მწვრთნელები: ალექსანდრე კახნიაშვილი, დავით პოღოსიანი, არჩილ ქიტიაშვილი და ემზარი ბედინეიშვილი.