საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია! გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
04:10 | September 13 2015

დღეს 12 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს ლას ვეგასის ხალიჩაზე თავისფალთა დარჩენილი 50-70-74-125 წონის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა (125) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მედლებთან ერთად საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეძლო.

 

ხინჩეგაშვილმა ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო, იტალიელი სალვატორე მანინო 10-0, ბულგარელი გიორგი ვანგელოვი 6-1, ყაზახი არტას სანაა 7-2, ნახევარინალში კი მონღოლი ბეხბაიარ ერდენბატი 10-2 დაამარცხა, ფინალში ქართველის მეტოქე ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ხასან რახიმი იყო რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე მოპოვებული ქულების წყალობით 5-4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

გენო პეტრიაშვილმა პირველ წრეში კანადელი კორეი იარვისი 10-0 დაამარცხა, მომდევნო შეხვედრაში კი თავის პრინციპულ მეტოქესთან უკრაინელ ალენ ზასეევთან 0-8-ს აგებდა თუმცა შეძლო შეხვედრის შემოტრიალება და 16-8 დაამარცხა, მეოთხედფინალიც ანალოგიურათ წარიმართა როცა ყახაზ აიალინ ლაზარევთან 5-10-ს აგებთა თუმცა აქაც გამოიჩინა მებრძოლი ხასიათ და მეტოქეს 16-12 მოუგო, ნახევარინალში კი აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვთან დამარცხდა 0-10, ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში გენონ მონღოლი ჩულუუნბატ იარგალსაიხანი 3 წუთსა და 18 წამში 11-0 დაამარცხა მსოფლიოს ჩემპონატზე ბრინჯაოს მეორედ დაეუფლა.

 

დღესვე ხალიჩაზე დავით ტლაშაძე (70) და ჯუმბერ ყველაშვილი გამოვიდნენ (74) თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

ტლაშაძემ ეგვიპტელი ხალილ იბრაჰიმი 14-7, ავსტრალიელი მოსტაფა რეზაეიფარი 10-0 და იაპონელი ტაკაფუმი კოჯიმა 5-3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად დამარცხდა მომავალ ფინალისტ ირანელ ჰასან იაზდანიჩარატთან 0-6 და დამამშვიდებელში გადაერთო სადაც ბულგარელ მიროსლავ კიროვთან 2-6 დათმო შეხვედრა და გამოეთიშა ასპარეზობას.

ყველაშვილმა თავდაპირველად ბულგარელი გიორგი ივანოვი 5-4 დაამარცხა, მომდევნო წრეში მექსიკელ კრისტიან ფლორესს მოუგო 10-0, მერვედინალში კი ირანელ ალირეზა გასემისთან დამარცხდა 2-3, ირანელი მომდევნო წრეში მომავალ ფინალისტ ამერიკელ ჯორდან ბაროუზთან დამარცხდა 0-5 და ყველაშვილმაც დაასრულა ასპარეზობა.