საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმატება ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე
06:43 | March 26 2015

        საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სადაც 5 მედლით მოიპოვა. 

       შაკო ბედინეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ერბოწონაშვილი (74) და ომარ გუსოშვილი (97), ვერცხლის მედალი მოიპოვეს ზურაბ იაკობიშვილმა (65) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125), ბრინჯაოს ბექა ბუჯიაშვილი (57) დაეუფლა.

       საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 57 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა რუსეთის ნაკრებს რომელიც პირველზეა, მესამეზე აზერბაიჯანია 48 ქულით.