საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

სანდრო ამინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
08:23 | September 12 2015

11 სექტემბერს ლას ვეგასში მსოლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის 61-86-97 წონის ფალავნებმა იასპარეზეს.  სანდრო ამინაშვილმა (86) ქართულ დელეგაციას ლიცენზიასთან ერთად ბრინჯაოს მედალიც მოუტანა, პირველი ოლიმპიური ლიცენზია ქართულ დელეგაციას კი ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოუტანა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი 1-4 დამარცხდა აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან.

 

ამინაშვილმა პირველ შეხვედრაში ამერიკელი ჯეიკობ ხერბერტი 6-1 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი მომავალ ფინალისტ სელიმ იაშართან 0-2 დათმო შეხვედრა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც პუერტორიკოელი ხაიმე ესპინალი 5-1 შემდეგ კი ვენესუელელი პედრო ცებალოს ფუენტესი 5-3 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისათვის სანდროს მეტოქემ აზერბაინანელმა მაგომედგაჯი ხატიევთა მხარის ტრამვის გამო 1:28 წუთზე მვეღარ შეძლო შეხვედრის გაგრძელება და გამარჯვებულად ჩვენებური გამოცხდადდა.