საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2 ოლიმპიური ლიცენზია - ამინაშვილი და ოდიკაძე ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ
02:58 | September 12 2015

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, 11-12 სექტემბერს ხალიჩაზე 61-86-97 წონის ფალავნები გამოვიდნენ ამათგან სანდრო ამინაშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

 

ამინაშვილმა ამერიკელი ჯეიკობ ხერბერტი 6-1 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი მომავალ ფინალისტ სელიმ იაშართან 0-2 დათმო შეხვედრა და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც პუერტორიკოელი ხაიმე ესპინალი 5-1 შემდეგ კი ვენესუელელი პედრო ცებალოს ფუენტესი 5-3 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისათვის სანდროს მეტოქე აზერბაიჯანელი მაგომედგაჯი ხატიევი იქნება. 

 

ოდიკაძემ არგენტინელი ალექსე ჰორაციო მაიერი 10-0, კანადელი არიუნ გრილი 5-3, კორეელი იაეგანგ კიმი 4-2 დაამარცხა, ნახევარინალში კი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტ რუს აბდუსალამ გადისოვთან დათმო შეხვედრა 2-7, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელების მსოფლიოს ჩემპიონი ხეთაგ გაზიუმოვი იქნება რომელმაც გადისოვთან დათმო შეხვედა 0-5.

 

დღესვე ხალიჩაზე ბექა ლომთაძეც (61) გავიდა თუმცა უმედლოდ დარჩა, ჩვენებურმა პალაუს წარმომადგენელი კრისტიან ნიკოლესკუ 12-0 და კორეელი იაჰუმ იანგი 6-4 დაამარცხა, მომდევნო შეხვედრაში კი მომავალ ფინალისტ მონღოლ ნომინ ბატბოლტთან დამარცხდა 5-10 და დამამშვიდებელში გადაერთო სადაც ინდოელ ბაირანგ ბაირანგთან 6-13 დამარცხდა და დაასრულა ასპარეზობა.

 

ფინალები თბილისის დროით დილის 05.30 საათზე დაიწყება

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია ოთხივე ხალიჩაზე https://unitedworldwrestling.org/event/world-championship-senior-1