საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

თავისუფლები მსოფლიოს იწყებენ
01:16 | September 10 2015

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა რომელიც ლაშა გობაძის (80) ანგარიშზეა. გუშინ, 9 სექტემბერს ჩვენგან მათე სოფაძე (85) ჭიდაობდა, თუმცა წარმატება ვერც მან მოგვიტანა. პირველ წრეში ჩვენებურმა სამხრეთაფრიკელი დეან ვან ზილი იოლად დაამარცხა - 9:0, მაგრამ უნგრელთა მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ ლორინცთან ვერაფერს გახდა - 1:2 წააგო. ლორინცი მომდევნო წრეში უკრაინელთა ევროპის ჩემპიონ იან ბელენიუკთან 1:3 დამარცხდა

 

10 სექტემბერს,  მსოფლიოს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან,  დღეს მხოლოდ 65 კგ-ის ფალავნები იჭიდავებენ. საქართველოს სახელით ავთანდილ კენჭაძე გამოვა. რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ყირგიზი ულუკმათ მამატოვთან შეხვედრით დაიწყებს. მომდევნო წრეში ავთოს მეტოქე შრილანკის და ვიეტნამის წარმომადგენელს შორის გამარჯვებული იქნება, მომდევნო წრეში ჩვენებურს ძლიერი მეტოქე ელოდება სომხების მსოფლიოს ჩემპიონ დავით საფარიანს და აზერბაიჯანელების ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასგაროვს შორის გამარჯვებული რომლებიც ერთმანეთს მეორე წრეში შეხვდებიან.  ჩვენებურის ბადის მხარეს არიან იტალიელი ფრანკ ჩამიზო, ამერიკელი ბრენდ მეტკალფი და ირანელი საიედმაჰი. ბადის მეორე მხარეს მოხვდა რუსი მსოფლიოს ჩემპიონი სოსლან რამონოვი.

 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/world-championship-senior-1