
ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-130 წონის ფალავნებმა იასპარეზეს. ლაშა გობაძემ (80) საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედლის მოსაგებად ლაშას ყირგიზ სამატ შირდაკოვთან 2:29 წუთი დასჭირდა 8-0. ქართველი ფალავანისთვის დაუძლეველი ბარიერი თურქი მსოფლიოს ჩემპიონი სელჯუკ ჩები აღმოჩნდა რომელთანაც ნახევარინალური დაპირისპირება დათმო 2-4, მანამდე კი დამაჯერებლად დაამარცხა ბერძენი ნიკოლას ვარკასი 11-0, სერბი პეტარ ბალო 11-2, მეოთხედფინალში კი ევროპის თამაშების გამარჯვებულ და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ რუს ევგენი სალეევს 1:53 წუთში სუფთად მოუგო.
8 სექტემბერს მოასპარეზე სხვა ჩვენებურები პირველსავე ეტაპზე დამარცხდნენ: მურად მიქელაძემ ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 2:4 წააგო, გოგა აფრიამაშვილმა (71) შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან 2:3 დათმო, იაკობ ქაჯაია (130) კი ესტონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჰეიკი ნაბისთან 0:1 დამარცხდა.
დღეს საღამოს საქმეში ერთადერთ დარჩენილ წონაში – 85 კილოგრამში მოჭიდავე ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე მათე სოფაძე გავა








