საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

მიქელაძე, აფრიამაშვილი, გობაძე და ქაჯაია - პირველი მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატზე
03:51 | September 08 2015

ლას-ვეგასში გრძელდება მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატი, მეორე დღეს 8-9 სექტემბერს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის 59-71-80-130 წონის ფალავნები იჭიდავებენ.

 

მურად მიქელაძე (59) პირველ წრეში დაისვენებს და 1/16 ფინალიდან ჩაერთვება სადაც ხორვატ ივან ლიზატოვიჩს შეხვდება.

 

გოგა აფრიამაშვილი (71) საკვალიფიკაციო ეტაპიდან შვედ ზაკარის ტალროთთან შეხვედრით დაიწყებს.

 

ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის და ტახტის თასის მომგები პირველი ქართველი ლაშა გობაძე (80) პირველ შეხვედრას ბერძენ ნიკოლას ვარკასთან გამართავს.

 

ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში იაკო ქაჯაია (130) საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონელ ჰეიკი ნაბის შეხვდება. ბადის ამ მხარეს არის რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ბილალ მახოვი და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი ლოპეზ ნუნიესი რომლებიც ერთმანეთს პირველივე შეხვედრაში ხვდებიან.

 

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება ფინალური ბლოკი კი 9 სექტემბერს დილას 5:30 საათზე.

პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/world-championship-senior-1