საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

დღე პირველი - ლიცენზიის და მედლის გარეშე
12:56 | September 08 2015

ლას-ვეგასში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 7 სექტემბერს ხალიჩაზე 66-75-98 წონის წარმომადგენლებმა იაპარეზეს. შმაგი ბოლქვაძეს (66) და ზურაბ დათუნაშვილს (75) თითო გამარჯვება დააკლდათ რიო დე ჟანეიროს ლიცენზიების მოსაპოვებლად, მეოთხედფინალში გამარჯვების შემთხევაში ავტომატურად მოიპოვებდნენ რიოს საგზურებს თუმცა ბოლქვაძემ მეოთხედფინალში სომეხ მიგრან არუთუნიანთან წააო 1-10. ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო და ბოლქვაძეს რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა. მანამდე კი დამაჯერებლად სამი მეტოქე ჩამოიცილა  პირველ წრეში კოლუმბიელი ჟაირ ალექსის კუერო მუნოზი ადვილად დაამარცხა (8:0). შემდეგ კი თურქი აბდულსამეტ გუნალი (6:3) და სლოვაკი იშტვან ლევაი (6:0). 

 

75 კილოგრამში საქართველოს სახელით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალისტმა ზურაბ დათუნაშვილმა იჭიდავა და დაუძლეველი ზღუდე მისთვისაც მეოთხედფინალი აღმოჩნდა, სადაც ირანელ საეიდ მორად აბდვალისთან 0:2 წააგო. ამ შეხვედრამდე დათუნაშვილმა ლატვიელი ალექსანდრს ვისლაკოვსი (3:0) და ჩინელი ბინ იანგი (3:0) ჩამოიშორა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი დათუნაშვილმა აბდვალის ნახევარფინალში წაგების შემდეგ დაკარგა.

 

გუშინვე საქმეში მიხეილ ქაჯაიაც (98 კგ) ჩაერთო და პირველ შეხვედრაში დანიელ გასტლის 5-4 სძლია თუმცა მერვედფინალში უკრაინელ დიმიტრი ტიმჩენკოსთან  1:1-ზე დამარცხდა. უკრაინელმა მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ სომეხ ატრუტ ალექსანიანთან 1-10 დათმო შეხვედრა და ქაჯაიამაც დაასრულა ასპარეზობა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ლას-ვეგასი. 7 სექტემბერი
 

66 კგ

1. ფრანკ შტებლერი (გერმანია)

2. ხამსი რიუ (კორეა)

3. ატრემ სურკოვი (რუსეთი)

3. დავოტ სტეფანეკი (სერბეთი)

5. ტარეკ ბენაისა (ალჟირი)

5. მიგრან არუთინიანი (სომხეთი)

 

75 კგ

1. რომან ვლასოვი (რუსეთი)

2. მარკ მადსენი (დანია)

3. დოსხან კარტიკოვი (ყაზახეთი)

3. ენდრიუ ბისეკი (აშშ)

5. საედ აბდვალი (ირანი)

5. ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
 

98 კგ

1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2. გასემ რეზაი (ირანი)

3. ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)

3. დმიტრი ტიმჩენკო

5. ელის გური (ბულგარეთი)

5. ალინ ჩიურარიუ (რუმინეთი)