საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

ბოლქვაძე, დათუნაშვილი და ქაჯაია იწყებენ
11:19 | September 06 2015

ხვალ 7 სექტემბერს ლას-ვეგასში დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონატი რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილის 66-75-98 კატეგორიის ფალავნები გახსნიან. საქართველოს ნაკრებიდან შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75) და მიხეილ ქაჯაია (98) იასპარეზებენ. აწონვა 7 სექტემბერს თბილისის დროით ღამის 04.45-05.15 საათებზე. წინასწარი შეხვედრები კი ჩვენი დროით 21.00 საათზე დაიწყება და ღამის 04.00 საათზე დასრულდება. ფინალური ბლოკი 8 სექტემბერს დილის 06.30 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია http://wrestling.ge/NewsPage/Item/99