საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია NATIONAL WRESTLING FEDERATION OF GEORGIA

2 ოქრო და 3 ბრინჯაო - ახალგაზრდების 5 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან
02:11 | March 15 2015

ხორვატიაში, ქ. ზაგრებში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. 4 მედალი, ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო, საქართველოს ნაკრებ გუნდს, შმაგი ბოლქვაძემ, გიზო მელაძემ, გელა ბოლქვაძემ და ლაშა გობაიძემ შესძინა. გარდა ამისა ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში, მსოფლიო ჩემპიონატი 44 ქულით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩამპიონატზე ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრეს. ტრიუმფალური აღმოჩნდა მძიმეწონიანი ფალავნის გენო პეტრიაშვილის გამოსვლა მსოფლიო პირველობაზე. საერთო ანგარიშით - 41:0 და 40 წამში მოგებული მსოფლიო ფინალი - გენი პეტრიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!